ჩვენს შესახებ

ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მიზანია - შემოგთავაზოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია ასევე უმაღლესი ხარისხის მომსახურებით. ჩვენ ვიღწვით იმისათვის, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა შეიძინონ მხოლოდ ხარისხიანი ნაწარმი ხელმისაწვდომ ფასად, სწორედ ამიტომ აქტიურად ვთანამშრომლობთ ოფიციალურ მომწოდებლებთან და რა თქმა უნდა შესაბამისად მომწოდებელ ქარხნებთან.

ჩვენს შესახებ

აქსესუარების ინტერნეტ მაღაზია «FORSTYLE» ინტერნეტ ბაზარზე არც თუ ისე დიდი ხანია რაც გამოჩნდა, თუმცა ამ მოკლე დროში ჩვენი კლიენტი 2000-ზე მეტი ადამიანი გახდა საქართველოს მასშტაბით და მათი უმრავლესობა უკვე ჩვენი მუდმივი მომხმარებელია.

ინტერნეტ მაღაზია «FORSTYLE»-ის გახსნისთანავე მთავარ მიზნად დავისახეთ თავდაუზოგავი შრომა ჩვენი მომხმარებლების სასარგებლოდ. ვისწრაფვით ახლებურად მუშაობისკენ, შემოგთავაზოთ მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია და მომსახურეობა.

ჩვენს მაღაზიაში დღევანდელი მდგომარეობით წარმოდგენილია 40 მომწოდებლის 100-ზე მეტი პროდუქტი და ფაქტიურად ყოველ კვირა ხდება ახალი პროდუქციის დამატება. ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეარჩიონ სასურველი პროდუქტი მაქსიმალურად დიდი არჩევანიდან- ტრადიციულიდან თანამედროვე სტილამდე. ფიზიკურად არსებული მაღაზიებისგან განსხვავებით არ ვართ შეზღუდულები პროდუქციის ასორტიმენტსა და რაოდენობაში, ამიტომ ჩვენთან წარმოდგენილია არა მხოლოდ კონკრეტულ პერიოდში მოთხოვნადი პროდუქტები, არამედ უახლესი კოლექციები.

ჩვენი მიზანი - ეს განვითარებაა. ვისწრაფვით იმისათვის, რომ ჩვენმა კლიენტებმა შეიძინონ მხოლოდ ხარისხიანი საქონელი ხელმისაწვდომ ფასებში, ამიტომაც აქტიურად ვანვითარებთ პარტნიორულ ურთიერთობებს ოფიციალურ მომწოდებლებთან და მწარმოებელ ქარხნებთან. შუამავლების გარეშე ჩვენ ვარეგულირებთ ფასებს, რომლებიც 15% ნაკლებია მაღაზიებთან შედარებით. საათების გარდა, ჩვენთან წარმოდგენილია აქსესუარების ფართო არჩევანი: ქამრები, საფულეები, ქალის ჩანთები, ქუდები, ქოლგები, ბრელოკები, კალმები, ფრჩხილის მოვლის ნაკრებები და ა.შ. იდეალური საჩუქარი თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის.

ჩვენ ვახდენთ საქონლის მიწოდებას თბილისის ნებისმიერ წერტილში მაქსიმალურად მოკლე დროში. მიწოდების პირობები თანხმდება თითოეულ კლიენტთან ინდივიდუალურად. ჩვენი მომხმარებლების კომფორტისთვის გვაქვს გადახდის მოქნილი სისტემა. თანხას იხდით ნივთის მიღების შემდეგ. სამომავლოდ დავამატებთ გადახდის ონლაინ სისტემას მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის.

ჩვენ არ ვგეგმავთ მიღწეულით დაკმაყოფილებას. ვგეგმავთ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას და მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებას., ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. თუ თქვენ გაქვთ შემოთავაზება, როგორ გავაუმჯობესოთ მომსახურეობა შეგვატყობინეთ მადლობელი დაგრჩებით.

საუკეტესო სურვილებით

აქსესუარების ინტერნეტ მაღაზია «FORSTYLE»

მთავარი გვერდი